უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
საზოგადოება


„შენების მოძრაობა“ განათლების სფეროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აგრესიულად და დაშინების პოლიტიკად აფასებს
„შენების მოძრაობა“ განათლების სფეროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აგრესიულად და დაშინების პოლიტიკად აფასებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ალუდა გოგლიჩიძე განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც იცით, 2017 წლის 11 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბატონმა ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საპირფარეშოების თემა, ნომერი პირველი პრიორიტეტია სკოლებში და ამის გამო, იგი, მზად არის თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი დირექტორი.
გოგლიჩიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და იმავდროულად, ვიცე-პრემიერის მიერ სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებასთან დაკავშირებით დირექტორების გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება, მოახლოებული თვითმმართველობის არჩვენების წინ, სკოლებში შიშის დანერგვისა და დირექტორებზე მავნე ზეგავლენის მოხდების მცდელობაა.
„არცერთი სკოლის დირექტორს თვალით არ უნახავს განათლების მინისტრის მიერ შემუშავებული სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბატონი ჯეჯელავა ითხოვს სველი წერტილების მოწერიგებას.
სკოლებში არ არსებობს მონიტორინგის ერთიანი, გამჭვირვალე სისტემა, რომელიც რაიმე სტანდარტს შეამოწმებს. ამ პირობებში, მინისტრი არც სამეურვეო საბჭოებს, როგორც საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმს არ იყენებს, სადაც კანონმდებლობის მიხედვით ერთი წარმომადგენელი სამინისტროსაც ჰყავს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ასეთი მიდგომა, მართვის ავტორიტარული სტილის დამკვიდრების სურვილს ხომ არ ჰგავს?“ - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.
მისი განმარტებით, საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე „შენების მოძრაობა“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და მის თავმჯდომარე, თეა წულუკიანს მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.
„ჩვენი მხრიდან კი ვაცხადებთ, რომ „შენების მოძრაობა“ უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დირექტორების გათავისუფლების პრევენციის, განათლების სისტემაში მომუშავე ნებისმიერი დასაქმებულის უფლებების დაცვის მიზნით (პედაგოგი, დირექტორი თუ სხვა) იწყებს იურიდიულ კონსულტაციებს, რათა ვერავინ შეძლოს პედაგოგებისა თუ დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დევნა“ - აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43