უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 17:35
font-size

„შენების მოძრაობამ“ დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატად შორენა ბუხრაშვილი წარადგინა

„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა დიდი დიღმის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მოძრაობის სახელით, დიდ დიღომში შორენა ბუხრაშვილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, 10 რაიონული გამგეობის ნაცვლად 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას. უნდა დაინერგოს პირადი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.

„ბოლო წლების განმავლობაში შორენას მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები ებარა თბილისის საკრებულოში. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ოპონირების რეჟიმი, რადგან თბილისის მერიის მხრიდან არ არსებობდა პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შეგვიცვლიდა ვითარებას.

სწორედ ამიტომ, მთავარია შევცვალოთ თბილისის მართვა. პირველი რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ დიდ დიღომს ექნება საუბნო ადმინისტრაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება კომუნიკაცია მერიასთან. მას არ მოუწევს ყველა საბუთზე თბილისის მერიაში სიარული. დიდი დიღმის ყველა მაცხოვრებელს საუბნო ადმინისტრაციაში ეყოლება პირადი საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მოემსახუროს და დაეხმაროს მოქალაქეს დროულად გადაჭრას ის საკითხი, რისთვისაც მიმართა მერიას“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდ დიღომში შორენა ბუხრაშვილმა, შეკრებილ მოსახლეობას რაიონში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების კონკრეტულ გეგმაზე ესაუბრა.

„ზუსტად ვიცი რა აწუხებს დიდ დიღომს და რა აწუხებს თბილისს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ის რაც ცუდია. ეს ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის უნდა გავაკეთოთ. ყველამ ერთად უნდა შევქმათ რაც აკლია ჩვენს რაიონს და ჩვენს დედაქალაქს.

უკვე 25 წელია ვაშენებთ, მაგრამ სწორად ვაშენებთ თუ არა ეს კითხვა მუდმივად რჩება. ქვეყანა ჩვენი ოჯახია და რასაც საკუთარ ოჯახში ვაკეთებთ ის უნდა ვაკეთოთ ქვეყანაშიც. დღეს დადგა დრო სწორად შენებისა და მჯერა, რომ საარჩევნო ყუთებთან შემოხაზავთ 20-ს, რათა 2020 წლისთვის ბევრი რამ გვქონდეს სწორად აშენებული“ - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე