უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2018 11:05
font-size

შენგელაიას ივანიშვილის `ქართუმ` სტიპენდია შეუწყვიტა - `ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის`

კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. ინფორმაცია შენგელაიამ "პირველ რადიოს" თავად დაუდასტურა. რეჟისორი ამ ფაქტს მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა.

შენგელაია ამბობს, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო. შენგელაია ამბობს, რომ სტიპენდიის გაუქმების გადაწყვეტილება უკანონოა:

"ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის ქართუს ფონდის მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე- ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი ძალიან სასიამოვნოა მეთქი. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა. შეიძლება გადაიფიქრეს , რაც მე მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. მე ამ ქაღალდს რომ მივიღებ, შევისწავლი ამ ფონდის დებულებას და შეიძლება არის რაღაც მითითებები. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს . ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს.

საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ჩემ ფილმებს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, ყველაზე მოთხოვნადი ფილმებია, ამიტომ აქ შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ ამ კინოშემოქმედებას, იმიტომ რომ შემოქმედება ისეთი რამეა, ყველას ეკუთვნის. მეორეც ერთი, მე ვარ რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სია მაგ პრინციპით შედგა ბიძინასთან, რომ გამოჩენილი ხალხი, ვისი ღვაწლიც არსებობს და ბიძინა ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ, ბავშვი ქალი, კაცი, დიღომში, კახეთში ყველგან..." განუცხადა გიორგი შენგელაიამ "პირველ რადიოს".

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 15:55

მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობ

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

30 აპრილი, 2025 , 15:41

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას

30 აპრილი, 2025 , 15:35

საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია. ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

30 აპრილი, 2025 , 14:23

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესე

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

30 აპრილი, 2025 , 10:53

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალუ

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 10:43

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. განცხადების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი