უკან

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2020 16:25
font-size

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე დისკუსია პრაქტიკულად აზრს დაკარგავს, რადგან ამის შემდეგ რეფორმების გატარებაზე რომც შეთანხმდნენ, აუცილებელი პროცედურული მომენტების გამო ეს უბრალოდ დროში ვეღარ მოესწრება.

რა სიტუაცია გვაქვს ამ მომენტისთვის?!

ოპოზიციის ერთიანი პოზიცია კვლავ ორი პუნქტისგან შედგება:

1. ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების უპირობოდ განთავისუფლება და ოპოზიციაზე რეპრესიების შეწყვეტა

2. ხელისუფლების მიერ დაპირებული - სამართლიანი, პროპორციული არჩევნების სისტემის მიღება
ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკების პროცესისთვის და არაერთი გონივრული, კომპრომისული ვარიანტებიც შესთავაზა ხელისუფლებას.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს თავისი ხისტი პოზიციის შენარჩუნებას, არ წყვეტს ოპოზიციის დევნას და როგორც სჩანს არც აპირებს რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას. ერთადერთი „სიახლე“ რაც მათ რიტორიკაში გაჩნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების და მოწოდების შემდეგ, ისაა რომ ცდილობენ მოლაპარაკების ჩაშლა უტიფრად გადააბრალონ ოპოზიციას, რაც რა თქმა უნდა სრულიად მოკლებულია დამაჯერებლობას.

ხელისუფლების ამ „ჩიხურ“ მდგომარეობას, რომელიც მან თავად შექმნა, კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს ამ ბოლო პერიოდში ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ძალიან კომპეტენტური და სიღრმისეული კვლევის შედეგები, რომელიც გვიჩვენებს, რომ

ამ მომენტისთვის სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი უკვე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგს (სხვაობა დაახლოებით 16% -ია ოპოზიციის სასარგებლოდ), ხოლო ივანიშვილის რეიტინგი უკვე ნაკლებია სააკაშვილის რეიტინგზე !

რაც იმაზე მიუთითებს, რომ

ხელისუფლების ნაცადი და ერთადერთი საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა, რომ გააგრძელოს სააკაშვილის დემონიზება და შეაშინოს ამომრჩეველი ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით, უკვე აღარ მუშაობს !!!

ამომრჩევლის განწყობების დინამიკის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ძველი ტაქტიკა მითუმეტეს ვეღარ იმუშავებს, ხოლო რაიმე პოზიტიურის რეალურად შეთავაზება ხელისუფლებას არ შეუძლია, რაც რა თქმა უნდა მათ შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე:

1. ან დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს, შეამციროს რეპრესიული წნეხი ოპოზიციაზე და დემოკრატიულ ფორმატში წააგოს არჩევნები (ხელისუფლების წაგების ალბათობა ძალიან მაღალია)
2. ან, გააგრძელოს ოპოზიციურ პარტიებზე რეპრესიული ზეწოლა, საბოლოოდ ჩაშალოს ოპოზიციასთან დიალოგი და ამით უარი თქვას დაპირებული პროპორციული (სამართლიანი) საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო დააჩქარებს ხელისუფლების რეიტინგის ვარდნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება დღევანდელთან შედარებით.

ხელისუფლებამ ამ „გადაუჭრელი“ დილემის წინაშე თავი თავად დაიყენა საკუთარი უგნური და არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო. ამიტომ თუ ის კვლავ ჯიუტად გააგრძელებს თავის ხისტ და არადემოკრატიულ პოლიტიკას, მაშინ არჩევნებზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი კრახი ელოდება.

თუ ხელისუფლება გაბედავს და გულში გაივლებს არჩევნების გაყალბებას, ამით ის თავად გაუკეთებს პროვოცირებას ქვეყნისთვის ძალიან არასასურველ რევოლუციურ პროცესს, რაც მისთვის კარგად ნამდვილად არ დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი არჩევანის უფლების წართმევის არცერთ ვარიანტში არ მოითმენს.

ხოლო თუ ხელისუფლება მიიღებს ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების პირობებს და დაუყონებლივ დაუბრუნდება დემოკრატიულ პროცესს, მაშინ მაღალი ალბათობით, ივანიშვილს მოუწევს არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რაც ძალიან წაადგება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გადარჩენას და გახსნის გზას ქვეყნის წინსვლის და განვითარებისთვის.

ივანიშვილის ხელისუფლების ასეთ „ჩიხურ“ სიტუაციაში მოხვედრამ, ცხადია მნიშვნელოვნად გაუმარტივა ამოცანა ოპოზიციას. როგორც ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, მთავარი მოთხოვნა, რომელიც ამომრჩევლისგან გამოიკვეთა ოპოზიციის მიმართ, ესაა მისი ერთიანობა და ამ ერთიანობის შენარჩუნება. თუმცა, ჩემი აზრით, ოპოზიციის გამარჯვება და ხელისუფლების ცვლილების საკითხი - ეს, აუცილებელი, მაგრამ სრულიად არასაკმარისი პირობაა ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთთან კონსულტაციები სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმის აუცილებლობაზე, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალაუფლების მიტაცების ყველა შანსი, მაგრამ ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პრობლემა.

თანამედროვე განვითარებული სამყარო უკვე გადადის ინდუსტრიული რევოლუციის 4.0 ფაზაში და თუ ჩვენ დროის მოთხოვნებს ვერ ვუპასუხეთ, მაშინ ვერანაირი ხელისუფლების ცვლა ვერ გვიშველის და თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ვერ შევძლებთ წინსვლას და განვითარებას.

ჩემი აზრით, სულ უფრო ნათლად იკვეთება ის ტენდენცია, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იმ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ წარმატება და სამომავლო პერსპექტივა, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებას წარუდგინონ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის და განვითარების საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროგრამა, პროგრამის განხორციელების რეალური მექანიზმები და სხვა დამაჯერებელი გარანტიები!“. - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე