უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2017 13:15
font-size

შექმნილი წინასაარჩევნო გარემო ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას - ლიდერთა საბჭო

ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებამ - „ლიდერთა საბჭომ“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებია მითითებული.

მიმოხილვა „ლიდერთა საბჭომ“ დიპლომატიურ კორპუსსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინა.

საბჭოს განცხადებით, არჩევნების წინ შექმნილი გარემო დისკრიმინაციულია ოპოზიციური პარტიების მიმართ.

„საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები/პოლიტიკური გაერთიანებები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.

ზემოაღნიშნული ემყარება შემდეგ არსებით გარემოებებს:

• არჩევნების წინა პერიოდში, მმართველი პარტიისათვის კიდევ უფრო მეტი საარჩევნო უპრატესობის მინიჭების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები;
• ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის;
• სახელისუფლებო კონტროლს სრულად დაქვემდებარებული საარჩევნო ადმინისტრაცია;
• მმართველი პარტიის უსამართლო უპირატესობა ახალი ამბების პროგრამებსა და, ზოგადად მედია სივრცეში, რომელიც გამოიხატება საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის გადანაწილებაში;
• მრავალჯერადი დისპროპორცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაში;
• ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლის ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა, ხელის შეშლა კამპანიის წარმოებაში, სააგიტაციო მასალების დაზიანება;
• უწყებათაშორისი კომისიის სრული უფუნქციობა და უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამამართლებელი და წამახალისებლი საჯარო განცხადებები, დარღვევების იგნორირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა/პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მოამზადეს წინასაარჩევნო პერიოდის ერთობლივი ანგარიში, რომლის მიზანია გააერთიანოს სუბიექტების ძალისხმევა არჩევნების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მზარდი ზეწოლის პირობებში“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: ახალი მემარჯვენეები; ახალი საქართველო; ახალი ქრისტიან-დემოკრატები; გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა;დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო;ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ეროვნული ფორუმი; თავისუფალი საქართველო; თავისუფლება; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; საქართველოს ევროპელი დემოკრატები; საქართველოს ლეიბორისტული პარტია; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; შენების მოძრაობა; ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ანა მებურიშვილი

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს