უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 აგვისტო, 2020 12:25
font-size

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ახვლედიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„დღეს გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო ახალი მინისტრი. მინდა, პირველ რიგში მას მივულოცო ეს დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან.

მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი თეა აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამადე კი მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით ასევე კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება.
მოგეხსნებათ, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ მშვიდობიანი დეოკუპაცია ქვეყნის და ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობიანი დეოკუპაცია ქვეყნის გადის შერიგებაზე, შრომასა და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. 2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა.

ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და შეთანხმება - დავით ბაქრაძე

22 სექტემბერი, 2020 , 14:15

ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

22 სექტემბერი, 2020 , 12:20

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწ

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? - რომან გოცირიძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

“რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“,    &nb

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია - არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები - მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:53

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს. „მინდა, მივმართო კო

უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი - ბექა ნაცვლიშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.