უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მაისი, 2022 19:39
font-size

ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე მსოფლიო ბანკის კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა, სალომე თვალოძემ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (World Bank Financial Sector Advisory Centre, FinSAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენცია 17-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პოსტ-პანდემიურ გარემოში საზედამხედველო გამოწვევებსა და მწვანე დაფინანსების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ FinSAC აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივად თანამშრომლობს და მათ საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას უწევს ფინანსურ სტაბილურობასთან, მიკრო-პრუდენციულ ზედამხედველობასა და საბანკო რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი შეხვედრის მონაწილეებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა.

„ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავება 2017 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკლევი გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა სალომე თვალოძემ.

მან ასევე ისაუბრა ტაქსონომიის პროექტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო აქტივობებს.

„მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ეროვნულმა ბანკმა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით შეიმუშავა და იგი გზამკვლევით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,- განაცხადა სალომე თვალოძემ.

დისკუსიის დროს ასევე ხაზი გაესვა ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის წარმატებულ გამოცდილებას.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი