უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2023 11:38
font-size

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები 2024 წლის პირველი იავრიდან ძალაში შედის.

ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები და იცვლება უწყების სახელწოდება.

ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით მიიღო. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულების დაწყებით სააგენტოს მანდატი და ფუნქციები გაიზარდა, უწყების სახელწოდება დარედაქტირდა შემდეგნაირად – „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ | Georgian Competition and Consumer Agency.

მიღებული ცვლილებების შესაბამისად: სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა სხვადასხვა სამართალდამცავი ან საექსპერტო უწყებების შესაბამისმა წარმომადგენლებმა მიიღონ.

კანონში წლიური ბრუნვის ცნება, ჩანაცვლდა ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“, რაც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ განმარტებას.

მიღებული ცვლილებების თანახმად, საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 დღიანი სამუშაო ვადა 10 სამუშაო დღემდე გაიზარდა. ასევე, ფიზიკურ პირს, ვისაც კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა და ამ ვალდებულებას დაარღვევს, დაეკისრება ჯარიმა, მაქსიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით.

„კონკურენციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების ვინაობისა და მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის გარანტიები. მიღებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის და სააგენტოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.

ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი