უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
საზოგადოება
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის
იმ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვისთვისაც განათლება პრიორიტეტია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - ეს ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები
ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტსა და გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივები მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, შესაძლებლობას აძლევს სასურველი მიმართულებით მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიის მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი.
ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 165-ზე მეტი სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო. შეავსეთ განაცხადი ბმულზე.
გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და მიიღეთ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
UniGrant სტუდენტებისთვის
სტუდენტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი და MAC Georgia ერთობლივ პროექტს - „UniGrant სტუდენტებისთვის“ ახორციელებენ. ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში
საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით.
CHEVENING: საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამას. შედეგად, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის ზაფხულიდან განახლდება.
Fulbright: საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს, რომელსაც აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში: საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის (MASE) ინიციატივით 2019 წელს შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ ბერლინში, Miami Ad School Europe-ში ერთწლიან ჰიბრიდულ პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.
აღსანიშნავია, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდებს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებსაც უფინანსებს.
ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ბანკმა და MASE-მ უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი.
ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდება.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

