საზოგადოება
შესაძლოა, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს
„ენგურჰესის“ გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას განცხადებით, „ენგურჰესის“ გაჩერების გამო, შესაძლებელია, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს. ამის შესახებ მან „მოამბესთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
„რაც შეეხება აფხაზეთის კვებას, ელექტორენერგია რეგიონს მიეწოდება რუსეთის ენერგოსექტორიდან და ნაწილი საქართველოს ენერგოსისტემიდან. არის ხაზი, რომელიც შემოდის „ადლერის“ მხრიდან აფხაზეთში და დაახლოებით 60%-70% მარაგდება იმ ხაზით, დანარჩენი ჯერჯერობით ჩვენგან. გამორთვები დღეს ჰქონდათ, ალბათ აფხაზეთი გრაფიკზე გადავა“, - განაცხადა მებონიამ „მოამბესთან“.
მებონიას თქმით, „ენგურჰესის“ გაჩერება მასში შესაძლო დაზიანების აღმოჩენისა და დათვალიერების მიზნით მოხდება. „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორის ვარაუდით, სამუშაოები 5 მარტამდე უნდა დასრულდეს.
ანა მებურიშვილი