სამართალი


„შესანიღბად ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთასა და სკუტერს იყენებდა“ - დაკავებულია ნარკორეალიზატორი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ერთ-ერთი საკურიერო მომსახურების ზურგჩანთას და სკუტერს იყენებდა, რისი საშუალებითაც გადაადგილდებოდა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
16 იანვარი, 2021 , 15:40
პოლიციამ კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი
16 იანვარი, 2021 , 15:15

კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
16 იანვარი, 2021 , 11:35

პოლიციამ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
16 იანვარი, 2021 , 11:35

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
15 იანვარი, 2021 , 15:45

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15 იანვარი, 2021 , 14:10