პოლიტიკა
შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს - შალვა პაპუაშვილი
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება, ემუქრებოდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.
„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად, სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.
„ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს. ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


