უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2019 10:41
font-size

შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს - სალომე ზურაბიშვილი

არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა.

„შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა.

„შეწყალებაზე არაერთხელ ვთქვი ყველაფერი, რაც იყო სათქმელი. გადაწყვეტილება მივიღე ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს, შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცნებების არევა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით – შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ამიტომ, ეს არის ის სიტუაცია, რაშიც ვიმყოფებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინიციატივით გამოვედი, დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორე მხრივ, რადგანაც იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს.

მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით.
დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! არ გამოუვათ! - დავით ჭიჭინაძე

7 ივლისი, 2020 , 11:13

კოლექტიური დირექტორები „ქართული ოცნებიდან“ ტელევიზიებში?! ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაა! მაგრამ, სულ რომ კანონში ჩაწერონ, „ოცნება“ მარადიული გახდესო, მაინც ვერ დარჩებიან,- ასე ეხმიანება პოლიტიკუ

ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად - ირაკლი კობახიხე

3 ივლისი, 2020 , 16:55

ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გერმანიი

გიორგი გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს

3 ივლისი, 2020 , 15:40

სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, რურუას საქმესთან დაკავშირებით დ

გიორგი გახარია ვიქტორ ჯაფარიძის მილიონებზე: `თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება`

3 ივლისი, 2020 , 15:40

თუ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, მოკვლევა დაიწყება - ამბობს პრემიერ მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიებსა და მის მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

3 ივლისი, 2020 , 14:20

სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ

დარწმუნებული ვარ “მთავარი” არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე