უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:46ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება - რატი იონათამიშვილი
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
არქივი
პოლიტიკა
შეწყალების მხრივ გიორგი მარგველაშვილი რეკორდსმენი ნამდვილად არ არის - ზვიად ქორიძე
გიორგი მარგველაშვილის პერიოდში შეწყალებულია 3 671 მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში კი, 34 947 მსჯავრდებული, ამ მხრივ გიორგი მარგველაშვილი რეკორდსმენი ნამდვილად არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ.
ქორიძე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა, იმ დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ან პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი.
"ამ ცვლილებებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა როგორ შეიცვლება, ამის წინასწარ განჭვრეტა არ მგონია, ადვილი იყოს, არ ვიცით რა ტიპის საქმეები მოვა და ასე შემდეგ. შეწყალების კომისიას სამუშაო გაეზრდება, მეტი საქმე შემოვა, შეიძლება გადაწყვეტილება არ იყოს უპირობოდ მსჯავრდებულთა სასარგებლო, ვინაიდან კომისია ჩვეულებრივ იმსჯელებს. ალბათ შეწყალებულთა რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ არსებითად არ გაიზრდება კეთილგანწყობა დანაშაულისადმი. რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ სულ შეწყალებული იქნა 3 671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3438 მსჯავრდებული პირი, მათგან 2384 გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხსნისგან, ხოლო 1054-ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. მხოლოდ 233 პირი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში - 2004 წლიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, სულ შეწყალებულ იქნა 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3077 მსჯავრდებული პირი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია შეწყალების კომისიამ.
"დანარჩენი 31 870 პირიდან მიხეილ სააკაშვილმა 8950 პირი შეიწყალა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში, ხოლო 22 920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლეობა", - განაცხადა ქორიძემ.