უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
პოლიტიკა
შეწყალების წესში ცვლილება შედის
პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალების წესში ცვლილება შედის.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება გარკვეული კატეგორიის დანაშაულებებთან მიმართებაში.
,,მაქვს პატივი გამცნოთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესში გარკვეული ცვლილებები შედის და იგი უფრო ჰუმანური ხდება იმ დანაშაულებებთან მიმართებაში, რომელიც არაძალადობრივია. არაძალადობრივია დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილი არ არის ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისა და შემოტანა/ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ ასევე, შეიძლება არსებითად განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც არიან გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით - ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და თუ მათ ეს სასჯელი დაეკისრათ იმის გამო, რომ განაჩენით ჰქონდათ დაკისრებული შეზღუდვა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სპეციალური კანონის მიხედვით, მათ ეს შეზღუდვები დაარღვიეს და ამის შემდეგ მათზე უკვე ამოქმედდა 381-ე მუხლი და ამის გამო იხდიან ისინი დღეს სასჯელს საქართველოს პენიტენციალური დაწესებულების სისტემაში.
ასეთივე წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ; ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები არ ჩაუდენია ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.