უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
არქივი
საზოგადოება
შეწყდეს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - დღეს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება
დღეს 19 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან პანკისის სოლიდარობის აქცია „პანკისი არ არის შორს“ გაიმართება.
დემონსტრანტების მოითხოვენ ხელისუფლებისგან თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფას, ასევე შეწყდეს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ სუს-ის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვას, მასზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლის გაძლიერებასა და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჩნდება ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით, ხოლო საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
შეკრების ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებიდა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა და აუდიტორია #115.
ანა მებურიშვილი