უკან
კომენტარი
11 ოქტომბერი, 2017 17:40
შეუჩერდება თუ გაუგრძელდება მღვდელმსახურება მამა გიორგი მამალაძეს
საპატრიარქო განიხილავს საკითხს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას, თუ გაგრძელებას შეეხება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, საპატრიარქო სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდა.
„რადგან სასამართლო მამა გიორგისთან დაკავშირებით დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ ეკლესიის კანონების მიხედვით, უნდა განიხილოს საკითხი. ეკლესიას აქვს თავის სამართალი, რჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ეს შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა. საუბარია მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების, ზიარებისა და სხვა საკითხებზე“,- განმარტა მიტროპოლიტმა იოანემ.
მონიკა დავლიანიძე