უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 13:00
font-size

შეუიარაღებელი ყურისთვისაც ნათელია, ეს არის უმოწყალო მონტაჟი - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არ ადასტურებს უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, რომელშიც თითქოსდა მისი და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერია ასახული.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერის გამოქვეყნებით ხელისუფლება მეორე ინსტანციის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ ქრთამის აღების ფაქტის გადაფარვას შეეცადა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება მის კორუფციაში დადანაშაულებას გეგმავს.

,,ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული. აღებულია ბევრი სხვადასხვა საუბრიდან. მათ შორის რამდენადაც მე მივხვდი, არის დაახლოებით 4-5 საუბარი, რაც ვერ ვიცანი. ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. უფრო სწორად, ბუნებაში ალბათ არსებობს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ. მინიმუმ ბოლო ორი წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია. ჩვენი საუბრები, რა თქმა უნდა, შემდგარა, მაგრამ პირადად, კიევში.

რამდენიც არ უნდა ეცადოთ მეგობრებო, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა. რაც შეეხება ბატონ ახვლედიანს, ის არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს. ვერც კორუფციულს და ვერც სხვანაირს. მას ელემენტარულად არასდროს შეხება არ ჰქონია არც რუსთავი 2-ის საქმესთან და არც კონკრეტულად ჩემს საქმესთან, იმიტომ, რომ გუშინწინდელი მამუკა მდინარაძის ტექსტებს თუ მოვისმენთ, ნათელი გახდება, საით მიდის ახლა ეს გეზი. როგორც ჩანს, სახელმწიფო უფრო იქით წაიყვანს საქმეს, რომ მე ქრთამი მივეცი ბატონ ახვლედიანს’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის ვერ დაადასტურებს, არის თუ არა გავრცელებულ ჩანაწერში ნამდვილად ზურაბ ადეიშვილის ხმა.

,,ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ეს, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც ნათელია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

16 ივლისი, 2020 , 14:36

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მ

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს

16 ივლისი, 2020 , 13:07

 ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 12:54

ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,

გიორგი გახარია დენდროლოგიურ პარკზე - მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა

16 ივლისი, 2020 , 12:37

გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე