უკან

საზოგადოება

24 ივლისი, 2019 09:16
font-size

შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ - ირაკლი ოქრუაშვილი

მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

მისი თქმით, შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი წამოიღო.

„მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები, გვარებს არ ვიტყვი. იმიტომ ვახსენე ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრი, რომ დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, მისი გვარი ვთქვა. შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. დღესაც მშვენივრად არიან. ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ გვარებს ვერ ასახელებს, რადგან „ივანიშვილთან ძალიან რთულ ბრძოლაშია შესული და ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება უწევს, რომ ამ კამპანიაში ფული ჩადონ“.

„მე რომ თქვენ ახლა ერთი გვარი მაინც გითხრათ, აბსოლუტურად არავინ არ დამელაპარაკება“, – ამბობს ოქრუაშვილი.

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს