უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
არქივი
პოლიტიკა
შევთანხმდით რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართოთ. ვერ გეტყვით გამოსვლა როდის იქნება. იყო გარკვეული შემოთავაზება თარიღის, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას, საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, დეპუტატების გამოსვლები აუცილებლად იქნება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მარტში იგეგმება.
ნინო ექვთიმიშვილი