უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აპრილი, 2018 14:35
font-size

შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას – გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს", - თქვა პატრიარქმა და ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდა, მასთან ერთად წაეკითხათ ღვთისმშობლის საგალობელი.

„ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საკვანძო სიტყვები:

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22 თებერვალი, 2020 , 16:30

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტების შემდგომი

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

22 თებერვალი, 2020 , 15:40

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მ

რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება - გიორგი ტატუნაშვილი

22 თებერვალი, 2020 , 15:15

რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგ

რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო - გიორგი გახარია

22 თებერვალი, 2020 , 14:30

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, -

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

22 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალი, 2020 , 13:10

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`