უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2018 17:20
font-size

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

22 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ფონდის მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ასოციაციაში შექმნილი მაღალკვალიფიცურ ადვოკატთა გუნდი. ზემოხსენებული ადვოკატები დამატებით მომზადებას გაივლიან შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

1 ივლისს პროექტის ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება შესაძლებელი იურიდიული მომსახურების მიღება იმ პირთა მიერ, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამართლებრიც საკითხებში და მათ წარმომადგენლობას სასამართლოში.

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს, ხვალ, ღია კარის დღეზე ელის

16 ოქტომბერი, 2018 , 15:25

მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე ჩატარდება ხვალ, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე,

დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა. როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, თბილისის მთავრობას კარგად აქვს

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა პუშკინის სკვერში მხარდამჭერებს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

16 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პუშკინის სკვერში შეხვედრა გამართა მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების მხარდამჭერებთან. კანდიდატმა მოისმინა მხარდამჭერთა წინადადები და პრობლემები, რაც მათი ბინადრობის ადგი

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.  მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ღონისძიების თბილი

`რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს. ჯაფიაშვილის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოზიციაზე ღია კონკურსის ფარგლებში შეირჩა.  თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიცია ვაკ

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დაემატება

16 ოქტომბერი, 2018 , 13:20

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე, გაიზრდე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`