უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ნოემბერი, 2021 13:34
font-size

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოთხ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ნ. ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა 200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი