უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივლისი, 2020 15:00
font-size

შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს - გაერო-ს ბავშვთა ფონდი

კოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე.

„ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს. კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად, საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.

იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბაშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს.

ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია. სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სკოლების გახსნის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასებას, მტკიცებულებებს, მათ შორის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, სკოლებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებები, მოხდეს ადაპტაცია რისკების ან ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასა და მდგომარეობის ცვლილების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაციის შესაბამისად.

“გაეროს ბავშვთა ფონდმა“ წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები: სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის; ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას; სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება; სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება; გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ; გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით. სკოლების გახსნისთანავე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის ჩართულობა სასწავლო პროცესში; თითოეულ ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების მომსახურებით სარგებლობა; და თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე.

გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მოგვევლინოს ჩვენს სკოლებში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნის კატალიზატორად, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი შეძლებს იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში, სკოლაში და შრომით ბაზარზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა

5 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0739 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს

5 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამის მესამე ეტაპს იწყებენ

5 აგვისტო, 2020 , 17:10

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - შსს

5 აგვისტო, 2020 , 16:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოე

გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა - მიხეილ რამიშვილი

5 აგვისტო, 2020 , 16:55

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობ

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, მის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს

5 აგვისტო, 2020 , 16:10

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ZAG"-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე