უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
- 18.01.2021 18:16თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
- 18.01.2021 17:45პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
- 18.01.2021 17:45ენგურჰესი დროებით ჩერდება
არქივი
პოლიტიკა


შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი
„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა, იმაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ეს არის ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელსაც სურდა, ამ პროექტში შესულიყო მსგავსი სახის ცვლილებები, რაც ვერ მოახერხა.
„ეს ყველაფერი მხოლოდ ანგარიშშია ნახსენები და არანაირად უკავშირდება კანონპროექტს. ნებისმიერ კონგრესმენს აქვს ინიცირების უფლება, რომ პროექტში ცვლილება შეიტანოს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ „ფრონტერას“ გარკვეული კონგრესმენები ლობირებენ და გასაკვირი არც ამ მიმართულებით არის. სწორედ მათი ინიციატივა იყო ის ცვლილება, რაც წარმოდგენილი იყო. ამერიკასა და საქართველოს შორის ვხედავ ძალიან მაღალი დონის გამოკვეთილ, მტკიცე პარტნიორობას, სადაც აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ცხადია, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცალკეული კონგრესმენების სურვილი, მათ შორის დაფუძნებული ლობიზმზე, მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მხრიდან.
მესმის, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. ის, რომ „ფრონტერას“ კონკრეტული კონგრესმენები ლობირებენ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რომ ქართული მხარე ითხოვს „ფრონტერასგან“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვებას, რამდენადაც სახელმწიფო არის მართალი, ამაზე კომპანია არ თანხმდება.
როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20

ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 14:15