უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2017 12:10
font-size

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართება

24 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს (The International AIDS Candlelight Memorial) გამართული აქციის მიზანია 36.7 მილიონი აივ-ინფიცირებული ადამიანისადმი გლობალური სოლიდარობის გამოხატვა, სტიგმისა/დისკრიმინაციის შემცირება და მომავალი თაობისათვის იმედის მიცემა. აქციის მიმდინარეობისას ქსელის წევრი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აივ დადებითი ადამიანები, ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი ოჯახის წევრები გააჟღერებენ იმ პრობლემურ საკითხებს, რაც წარმოქმნის ბარიერს აივ/შიდსისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების დანერგვის და განხორციელების პროცესში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში მოქმედი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უშლის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და ხარისხის უზრუნველყოფას.
აქციის მთავარი გზავნილი: ერთად დავამარცხოთ შიდსი! რეპრესიული ნარკოპოლიტიკა რეგრესია ! მკურნალობა დასჯის ნაცვლად !

აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან და მსვლელობით, ლესელიძის ქუჩის გავლით, რიყის პარკისაკენ გაემართებიან. დასკვნითი ღონისძიება რიყის პარკში გაიმართება, სადაც აქციის მონაწილეები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სოლიდარობის ნიშნად სანთლებს დაანთებენ და საჰაერო ფრანებს გაუშვებენ. სოლიდარობის აქციაზე, სპეციალურად ხსოვნის საერთაშორისო დღისთვის შექმნილი, საინფორმაციო მასალები გავრცელდება. 24 მაისს აქცია ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი.

გაეროს ორგანიზაციების ინფორმაციით მსოფლიოში 36.7 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ვირუსით. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 78 მილიონ ადამიანს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 35 მილიონი ადამიანი. 2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 6311 შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3507 პაციენტს. აივ დადებითი ადამიანების 43.8% ნარკოტიკების მომხმარებელია. შიდსის ვირუსმა უკვე 1279 სიცოცხლე შეიწირა. ანტივირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის შემთხვევები, მაგრამ ინფიცირებულთა მხოლოდ 37% იღებს მისთვის საჭირო მკურნალობას. ანტივირუსულ მკურნალობაზე არვ მკურნალობაზეა 3786 (მათ შორის აფხაზეთში - 441) პაციენტი. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

`საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია`

23 იანვარი, 2019 , 17:39

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფ

ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს

23 იანვარი, 2019 , 16:11

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან... „იბერიაში“ პოლიტიკურ

არ იყო იქ ცემა, შეხლა-შემოხლა იყო - სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს

23 იანვარი, 2019 , 16:06

მოჭიდვეების ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბება და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ინციდენტს უწოდებენ.  „არაფერი დანაშაული არ იკვეთება,

გარდაცვლილი გოგონას ოჯახიდან ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა - სოციალური მომსახურების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 15:54

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი აცხადებს, რომ ოთხი წლის გოგონა, რომელიც გუშინ ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

23 იანვარი, 2019 , 15:19

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ე

სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს

23 იანვარი, 2019 , 15:16

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, – ამის შეს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`