უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
მსოფლიო
შიმონ პერესი ირანზე აშშ-ს გარეშე დარტყმის წინააღმდეგია 17.08.2012 17:02

ირანული საინფორმაციო სააგენტო ‘ფარსის” ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ირანზე თავდასხმის განხორციელება ამერიკის გარეშე არ შეუძლია.

“ნათელია, რომ ჩვენ ამერიკასთან ერთად უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ უნდა ვენდოთ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმისათვის, რომ ირანს ბომბის შექმნის საშუალება არ მივცეთ”, -, განაცხადა პერესმა.