უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2018 17:45
font-size

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები - თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

„დღეს, სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ - საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა

„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე რასთან მიმართებაშიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა.

ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, და რა თქმა უნდა შევეხეთ, იმ ცალკეულ ინციდენტებს რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საკვანძო სიტყვები:

მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა

22 აპრილი, 2018 , 09:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც. საკითხებს შორის განხილულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გ

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული

21 აპრილი, 2018 , 17:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ  ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. ნათქვამია, რომ აფხაზე

მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა

21 აპრილი, 2018 , 17:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც. საკითხებს შორის განხილულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გ

2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი კობახიძე

21 აპრილი, 2018 , 17:00

ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით-სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულები“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემო

საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

21 აპრილი, 2018 , 17:00

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა განათლების სის

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეწვია

21 აპრილი, 2018 , 17:00

„საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ხუანგ მუ ჰონგი და მისი დელეგაცია ეწვია. „საპარტნიორო ფონდში&ld

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე