უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
არქივი
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პროექტს - „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" წარმომადგენლები. მათ განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.
პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში განხორციელდა: ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სოციალური აქტივობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ასევე შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის კომუნიკაციის სტრატეგია.