უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ივლისი, 2020 15:00
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით.

ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მოცდენილი შრომა - 10 000 ლარამდე აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდ

მალე გამოჩნდება, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა - მიხეილ რამიშვილი

10 აგვისტო, 2020 , 15:00

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მალე გამოჩნდება, რომ საქმე არა თვითმკვლელობას, არამედ დადგეგმილ მკვლელობას ეხება. „ბევრი რაღაც იცვლება. ბევრი ვე

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

8 აგვისტო, 2020 , 16:20

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია. ექსპ

სენაკში სასულიერო პირის სახლი დააყაჩაღეს

8 აგვისტო, 2020 , 15:10

სენაკში, მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა

8 აგვისტო, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამო

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე