უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 თებერვალი, 2018 15:55
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრო გირაოთი გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორის საკითხს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გირაოთი გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორის საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა. სწორედ ამ მიზნით, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს სამინისტროს თანამშრომლებს შორის მსგავსი ფაქტების გამოვლენაზე, ახდენს მყისიერ და დროულ რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, პატრულ-ინსპექტორის მიერ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თბილისის პროკურატურას სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიაწოდა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი ლ. რ. , 14 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ. რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ, 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებ

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

12 ნოემბერი, 2019 , 14:50

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაა

დააკავეს დედა, რომელიც შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არა

ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შა

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

11 ნოემბერი, 2019 , 13:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.