უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივნისი, 2019 18:14
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრო მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „მედიანიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2019 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით.

„საქმეზე გამოკითხულ იქნა ა.ბ., რომელმაც განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ხსენებულ დროს ა.გ.-მ ა.ბ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ა.ბ.-ს განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ა.გ.-ს ხელი სახის არეში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ა.ბ.-ს თანმხლები პირი - ე.კ., რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია ა.ბ.-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, შესწავლილ იქნება ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიციამ „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24 აგვისტო, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული ოთხი

მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის - ბაჩანა შენგელია

24 აგვისტო, 2019 , 10:49

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”, - ასე აფასებს ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, გენერალური პროკურატურის გადაწყვ

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

23 აგვისტო, 2019 , 19:02

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო

თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღე

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 17:05

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს