უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2025 12:45
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა.

„გამოიკითხა უცხო ქვეყნის70-მდე მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს, გარდა სამი ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

გამოკითხული სამი ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს.

პოლიციამ, ასევე გამოკითხა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბანგკოკის ინტერპოლმა მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

11 დეკემბერი, 2025 , 14:30

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამ

საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო

11 დეკემბერი, 2025 , 14:14

„ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას საია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევრ

დაკავებულია შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი ვახო თურმანიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი

11 დეკემბერი, 2025 , 14:09

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი ვახო თურმანიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია

როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლა ბოლომდე! - ირაკლი ნადირაძე

10 დეკემბერი, 2025 , 16:11

თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა მოედავონ, ეს არის „ქართული ოცნება“, ის ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს - როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლ

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

10 დეკემბერი, 2025 , 10:04

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1997 წ

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

9 დეკემბერი, 2025 , 19:23

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნ