უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 იანვარი, 2019 15:17
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი. მედიკოსების პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქარმა ასევე დააზიანა შენობა-ნაგებობების სახურავები და საცხოვრებელი სახლების შუშები.

დღის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 40 შეტყობინება. ყველა შემთხვევაზე პოლიციის თანამშრომლებმა და მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების გამაგრების და ქარისგან წაქცეული ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) და 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო. რაც შეეხება ავტომობილების დაზიანების ფაქტებს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმში, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველსაყოფად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის და ქვეითთა მოძრაობა შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი