უკან

საზოგადოება

7 მარტი, 2018 11:35
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:

„სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;

საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;

საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.

მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით.“

აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო,

ისნის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური

შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ! იგი მკვლელი არ არის... ჯვარზე გაკრულ ქრისტეს მიუგდეთ ყური - ნესტან კირთაძის მიმართვა პატრიარქს

18 თებერვალი, 2019 , 10:15

პროფესორი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნესტან კირთაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას სთხოვს: "შეიწყალეთ მამა გიორგი, თქვენო უწმინდესობავ!!! დამლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ, ყვ

16 წლის მოზარდის ცხედარი 20-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

17 თებერვალი, 2019 , 17:28

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი , შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუ

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა

16 თებერვალი, 2019 , 22:54

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა აზიარა. ამისათვის ის სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. „მოსული

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 20:32

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია. - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „რუსთავი2“ -თან საუბარში განაცხადა. ადვოკატი საპატრ