უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2019 10:41
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.

„ვთვლი, რომ სამხედრო სამსახურის გავლა თითოეული ქართველის ცხოვრებაში არის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე და მონაწილეობს ისეთ დიდ საქმეში, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ჰქვია. გვსურს, რომ თქვენ, როგორც ამ ქვეყნის საიმედო მომავალმა თაობამ, შესაბამისი წვრთნების შედეგად, ჯარში მსახურების კარგი გამოცდილება მიიღოთ და ჯარისკაცისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინოთ”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭყოიძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ახალწვეულების ოჯახის წევრები.

ფიცის დადების ცერემონიალზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას.

ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 13 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 მაისი, 2019 , 10:20

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონში – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებ

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 , 16:00

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შეს