უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2018 18:09
font-size

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება.

„მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაზრდა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანაბარი, თანასწორი და კონკურენტული თანამშრომლობის გარეშე იქნება რთული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სისტემური განახლების რეფორმებს, როგორც სტრუქტურულს, ასევე შინაარსობრივს და საკანონმდებლოს. ჩვენი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, სწორედ მსგავსი ჯანსაღი ურთიერთობა ადვოკატთა კორპუსთან. ამიტომ გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებითვის ეს იქნება კიდევ ერთიწინგადადგმული ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანად აისახება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

საქართველოს ბანკის სახელფასო გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. ოქტომბრის გათამაშებაში 12-მა იღბლიანმა მოიგო. საერთო ჯამში გათამაშდა 150 000 ლარი. დედაქალაქის

საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, მაჩვენებელი 1 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა. საარსე

შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება

15 ოქტომბერი, 2018 , 13:35

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დ

ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია

15 ოქტომბერი, 2018 , 13:35

ბათუმი და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია. გადაცემა “Focus” ოლიმპიადას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული მსოფლიო ოლიმპიადა, ბათუმის, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის გან

პანკისის ხეობაში, არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

15 ოქტომბერი, 2018 , 13:35

პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამ

თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

15 ოქტომბერი, 2018 , 13:35

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა. მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`