უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2021 11:13
font-size

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი ლუვენის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ლუკ სელსთან შეხვედრა გამართა და მასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია.

„სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება 2020 წელს დაიწყო, აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. ეს მიდგომა შენარჩუნდება და მომავალში აკადემიური პროგრამები შეიქმნება კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მიხეილ ჩხენკელმა ლუკ სელსთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ. უნივერსიტეტის კარი ღიაა ლუვენის პროფესორებისთვისაც.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრისთვის სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანია (IBA) ორ ულტრათანამედროვე ციკლოტრონს აწყობს.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას პროტონული მეთოდით. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ჩიკაგოში გამართულ ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (AშთღO 2021) მონაწილე არაერთმა მეცნიერმა გამოთქვა აღფრთოვანება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს დამოკიდებულება აღფრთოვანებას იწვევს ევროპელ მეცნიერებშიც.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მოხარული იქნება, თუკი ლუვენის პროფესორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ეს იქნება ქართველ და ბელგიელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ლუვენის უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია რადიაციული თერაპიის მიმართულებით. უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადრონული თერაპიის ცენტრში სამეცნიერო კვლევები ულტრათანამედროვე ციკლოტრონის მეშვეობით წარიმართება. მხარეებმა ამ მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუვენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა ლუკ სელსი კოლეგებთან ერთად საქართველოში მოიწვია. ლუვენის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ლუვენის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის აკადემიური დიპლომატიის ხელმძღვანელი ბარტ ჰენდრიკსი“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი