უკან

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2021 15:06
font-size

კახა კალაძის დავალებით, ხუთშაბათი და პარასკევი თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მიღების დღეები იქნება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაავალა, მოქალაქეებთან ყოველკვირეული კომუნიკაცია იქონიონ.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამგეობებში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა გაიმართოს და მათ პრობლემებს მოუსმინონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შეიძლება, ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა გარკვეული თანამდებობა იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეს ძალიან კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი მოქალაქეებს აუხსნან.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. მოქალაქეების მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე – ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ მათ. კარგად მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ, ან რაღაც შეიძლება, კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს იწარმოებს დედაქალაქის მერიაშიც.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი