უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება არაფრით არაა გამყარებული - დავით ოთიაშვილი

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელი, ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის შეთავაზებულ პროექტში საუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანების მიმართ აღარ იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ვინც მცირე ოდენობით ფლობს ამა თუ იმ ნარკოტიკს პირადი მოხმარების მიზნით.

ამის შესახებ ოთიაშვილმა ჟურნალისტებს იმ კონფერენციის ფარგლებში განუცხადა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. კონფერენციას დარგის სპეციალისტები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

„ჩვენ არ ვეხებით ნარკოტიკების გასაღებას. კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალიან მკაცრია საქართველოში და ამ კანონპროექტით ასეც რჩება.

ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს, მაგრამ არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში. კანონპროექტით სახელმწიფოს ვთავაზობთ, ამ ადამიანების მიმართ აღარ იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი მცირე ოდენობით ფლობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს პირადი მოხმარების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, თუნდაც არ ასაღებდეს, აღმოაჩნდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ის კვლავ დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ ადამიანს აქვს კანონით განსაზღვრული დღიური ნორმის ფარგლებში, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ეს დღიური ნორმები განისაზღვრება ყველა ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფულად ჯარიმას, შეფასებისა და გადამისამართების კომისიებს, რომელიც იქნება კრიტიკული სტრუქტურა ახალ მოდელში, ექნება მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც შესაძლოა დაუწესონ ადამიანებს, თუ ისინი გააგრძელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, - აღნიშნა ოთიაშვილმა.

მისი თქმით, შიში, რომ დეკრიმინალიციის შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება, არაფრით არ არის გამყარებული.

„ერთ - ერთი ძირითადი არგუმენტი რეფორმის ოპონენტების არის შიში, რომ გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და გაიზრდება ხელმისაწვდომობა ნარკოტიკების. ეს ვარაუდი არაფრით არაა გამყარებული. არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ გვკარნახობს ამას. ნარკოტიკების მოხმარება და ფლობა, თუნდაც მინიმალური ოდენობით, დარჩება დასჯად ქმედებად, უბრალოდ თუ ადამიანი ფლობს საკუთარი მოხმარებისთვის, არ ასაღებს და აქვს მცირე ოდენობით, ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ დაექვემდაბარება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კვლავ ძალაში დარჩება. ასევე, ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

მათ აქვთ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან, რომ შეამსუბუქონ მამა გიორგის მდგომარეობა საზოგადოების თვალში - დეკანოზის მეგობარი

19 თებერვალი, 2019 , 15:34

დეკანოზ გიორგი მამალაძე კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მსჯავრდებული კლინიკაში მოინახულა მისმა მეგობარმა, ტარას შავშიშვილმა მოინახულა. შავშიშვილი დარწმუნებულია, რომ დეკანოზის მძიმე დიაგნოზს ექიმები ხელისუფლების მითითებ

იმედი მაქვს, უფრო ზურგგამაგრებული ვიქნები არგუმენტებით, რომელსაც პროკურატურა მოგვცემს - რომან კაკულია „თიბისის“ საქმეზე

19 თებერვალი, 2019 , 15:15

მოლოდინი მაქვს, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებს უპასუხებს თავისი გონივრულობითა და ადეკვატურობით პროკურატურა და გამოძიება. - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კა

არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ივანე მაჭავარიანი

19 თებერვალი, 2019 , 12:34

არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკსა“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მჯერა, პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი, –

გარკვეულ პირებს ყველაზე მეტად ეშინიათ მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა - მიხეილ რამიშვილი (ვიდეო)

19 თებერვალი, 2019 , 10:37

გარკვეულ პირებს ყველაზე მეტად ეშინიათ მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა, სიმართლის ეშინიათ, რომელიც უნდა განიხილოს წმინდა სინოდმა - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია  „პირველის“ ეთერში. &

არ მგონია, რომ პრეზიდენტმა რაღაცნაირად თავის თავი სასამართლოზე ზევით უნდა დააყენოს – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

19 თებერვალი, 2019 , 10:10

არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სა

პროცესი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს - ბიზნესომბუდსმენი

18 თებერვალი, 2019 , 17:40

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის მზაობას გამოთქვამს, რომ ბანკის წარმომადგენლებს შეხვდეს. "ბანკთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავა