უკან

ეკონომიკა

23 იანვარი, 2020 17:40
font-size

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ან საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად „ახალი მარშალის გეგმა“ განიხილეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ბიზნეს

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა

30 სექტემბერი, 2020 , 12:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალ

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად

29 სექტემბერი, 2020 , 16:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრც

ლარის ვარდნამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში - ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია `ქართული ოცნება` - მამუკა ხაზარაძე

29 სექტემბერი, 2020 , 14:20

ლარი და ეკონომიკა - ამ თემაზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება განიხილა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრ

საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობს

29 სექტემბერი, 2020 , 12:50

საქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.  ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმ

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

28 სექტემბერი, 2020 , 17:30

საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც  ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე