უკან
საზოგადოება
8 სექტემბერი, 2017 14:35
შპს „ჯეოსელმა“ 50 765 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ნებრთვა აიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა და 555 ინდექსტზე 50 765 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანია აღნიშნული ნუმერაციის რესურსით მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას განახორციელებს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.