უკან

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2016 15:00
font-size

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა

„თბილსერვის ჯგუფმა“, ტრადიციულად, „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ გამოავლინა. დაჯილდოებას თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის, ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მათ საჩუქრები და სიგელები გადასცა.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ჩვენს სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ. დილით ძალიან ადრე დგებიან, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა მთელი დღის განმავლობაში, ღამით კი ისინი ზრუნავენ ქალაქის განათებაზე. აღსანიშნავია „თბილსერვის ჯგუფის“ პარკებისა და სკვერების განყოფილება, რომელიც ყველა ძირითად სკვერსა და პარკს უვლის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთ მოწესრიგებული. დღეს დავაჯილდოვეთ ის ღირსეული თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2016 წელს, მივულოცეთ მათ და ზოგადად, სამსახურის ყველა თანამშრომელს დამდეგი 2017. მე მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო წარმატებები და ბედნიერი 2017 წელი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერთან და მის მოადგილესთან ერთად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს საჩუქრები კომპანიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

2016 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდათექვსმეტი (ტექნიკური) თანამშრომელი დაჯილდოვდა, რომლებიც წლის განმავლობაში საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ კომპანიის უხუცესი და ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლები - ტარიელ მაისურაძე და ორხან საფაროვი.

დაჯილდოვდნენ, ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ „ერთგული მეგობრები“, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში კომპანიას აქტიურად უჭერდნენ მხარს. გამარჯვებულებმა „წლის საუკეთესო მეგობრის“ სიგელები და საჩუქრები - საახალწლო კალათები მიიღეს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი