საზოგადოება


შრომის ინსპექცია არ არის სასწრაფო დახმარება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე იაროს - დავით სერგეენკო „ფრესკოზე“
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, შრომის ინსპექციამ „ფრესკოს“ თანამშრომლების მიერ მითითებული დარღვევები მაღაზიის შემოწმების შედეგად ვერ აღმოაჩინა.
სერგეენკოს თქმით, სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელებამდე, ადამიანებმა შრომითი დავების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინსპექცია ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საკითხს მოაგვარებს. შრომის უსაფრთხოებას 6-ეშელონიანი სისტემა აქვს და ინსპექცია ერთ-ერთი საფეხურია. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ეს არ არის ჩვენი მოგონილი, დარგის ექსპერტებთან არის შეთანხმებული. თუკი შრომითი დავა წარმოიშვება, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით. ინსპექციამ ანონიმური ზარის საფუძველზე რომ დაიწყოს ობიექტებზე სიარული, წარმოუდგენელია”, – ამბობს მინისტრი.
მინისტრმა განაცხადა, რომ „შრომის ინსპექცია არ არის სასწრაფო დახმარება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციაზე იაროს“.
სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდუალური შრომითი დავის დროს მიმართავენ სასამართლოს, ხოლო კოლექტიურის შემთხვევაში - ჯანდაცვის სამინისტროს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მაღაზიათა ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს მათი შრომითი პირობების შესაძლო დარღვევების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00