უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ოქტომბერი, 2019 16:30
font-size

„შრომის კოდექსში` ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ - სოსო ფხაკაძე

„შრომის კოდექსში" ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ. გვიხარია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა ცალსახა სულისკვეთება გამოთქვეს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა ქვეყანაში. გვინდოდა, უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონოდა საქართველოს პარლამენტთან. შეხვედრის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან წამოვიდა. ამ ფორმატში უკვე მეორე შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრაზე მოვდივართ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და ხელისუფლების მხრიდან არიან პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე ღიად ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც გვაწუხებს. „შრომის კოდექსში" ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ. გვიხარია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა ცალსახა სულისკვეთება გამოთქვეს. ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ის, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასეთი სახის კანონპროექტის მიღება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს. ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა მიუღებელია, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის დადგენა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პარამეტრების დადგენაც. საუბარი იყო, რომ უნდა მოხდეს, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის ნაწილში მოთხოვნების გამკაცრება. ასევე, იყო შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოება. ეს ის საკითხებია, რაც ქართულ ბიზნესზე უარყოფითად აისახებოდა. ჩვენ გვინდა, დაბალანსებული, სწორი, კორექტირებული პირობები იყოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რამდენიმე ათასი ადამიანი გვყავს დასაქმებული. 200 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული იმ კომპანიების მიერ, ვინც ასოციაციაშია გაწევრიანებული. ამ ხალხს პატივს ვცემთ. ერთ საქმეს ვაკეთებთ და ურთიერთობა კორექტული უნდა იყოს, დაბალანსებული და პროფესიული”,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი