უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 დეკემბერი, 2017 14:30
font-size

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თბილისის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოითხოვეს.

რიგითმა მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მოუწოდეს, დროულად მიიღოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

აქციის ორგანიზატორის, მედიის პროფკავშირების თავმჯდომარის, ლაშა მესხის განცხადებით, ვითარება სამუშაო ადგილებზე საგანგაშოა.

„ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა უარი თქვეს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვაზე, რაც რეალურად ძალიან ცუდი პასუხია იმ შექმნილი რთული ვითარებისა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა, ერთმა კი თავი მოიკლა, ვინაიდან ანაზღაურება არ ჰქონდა აღებული. ამ ადამიანებს ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ და ისინი ეწირებიან სახელმწიფოს უგუნურ პოლიტიკას, რომელიც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ეს ხელისუფლება აგრძელებს. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ პარლამენტარებს, რომ გონს მოეგონ. ჩვენ ამ გამოცხადებულ ომის ქრონიკებში არ ვუხდით მათ ხელფასს და ერთხელ და სამუდამოდ, სამუშაო ადგილებზე ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს. მჯერა, 2018 წელს სამოქალაქო ერთიანობის შედეგად, მივაღწევთ მთავარს, რომ ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღარ დაიღუპებიან", - განაცხადა მესხმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 800-მდე კი, დაშავდა.

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი - ამირან გამყრელიძე

28 მარტი, 2020 , 18:50

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშ

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

28 მარტი, 2020 , 16:05

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3

აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს

28 მარტი, 2020 , 16:05

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადე

გიორგი გახარია სწრაფ ტესტებზე ოპოზიციის შეთავაზებაზე - თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდნენ, იქ სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად

28 მარტი, 2020 , 15:25

თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარო

მომსახურების განხორციელების შეწყვეტასთან ერთად, სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს

28 მარტი, 2020 , 15:00

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ. როგორც ჯანდაცვისა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცე

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა - ლევან რატიანი

28 მარტი, 2020 , 15:00

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. როგორც ლევან რატიანმა აღ