უკან

საზოგადოება

13 აგვისტო, 2022 11:03
font-size

შს მინისტრი პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ქართველ სამართალდამცველებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022“-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022“ სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.

პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი ადამურ არქანია კი მკლავჭიდში 2 ოქროს მედალს დაეუფლა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022“-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი