უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 ნოემბერი, 2018 10:40
font-size

შს მინისტრი ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

მინისტრის განმარტებით, ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის მიზანი, უსაფრთხოების კონტექსტში არჩევნების პირველი ტურიის შეფასება იყო. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და გარდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა, სხვა თემას არ ეხებოდა.

მისი თქმით, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს.

„ჩემი მიზანი არის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების მიზნით გავიგო რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსფართხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით, როგორც პირველ ტურში და შევძლებთ მეორე ტურშიც. ეს იყო ჩემთვის ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა, ასეთ დღეებს მე ვატარებ ხან ბათუმში, ხან ოზურგეთში, ხან თელავში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი იყო შემეჯამებინა, როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში უფრო ამაღლდეს. გამგებლებთან მეტწილად ვისაუბრე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და როგორ ჩავატაროთ მეორე ტური.

მოგეხსნებათ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს და ჩვენ ამას განსაკუთებულ ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრი ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს, თუმცა მისივე განცხადებით, უწყებას ჯერ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.

ჟურნალისტის კითხვაზე, განმეორდება, თუ არა „ძველი ბიჭების“ მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ის პასუხობს, რომ არ იცის რა არის “ძველი ბიჭი”.

„მე არ ვიცი რა არის "ძველი ბიჭი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძლებს. სხვა ვერც ერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს სამეგრელოში შსს-ს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება. ასეთი ალბათობა არსებობს. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე. თუ ეს ფაქტი დაგვიდასტურდა, გარწმუნებთ, რომ შსს უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღძრავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მოსახლეობას შეხვდნენ

17 აგვისტო, 2019 , 11:12

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვ

საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთში გზა გადაკეტეს

16 აგვისტო, 2019 , 15:29

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა და 2008 წელს იპოთეკით დაზარალებულმა 58-ოჯახმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ ბანკებთან შუამავლობას

ნათია თურნავა იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდება

16 აგვისტო, 2019 , 15:08

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში იმყოფება, სადაც ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ხვდება. ნათია თურნავა სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამ

გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა

16 აგვისტო, 2019 , 13:55

გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. ამის შესახებ qartli.ge-ს კონსტანტინე თავზარაშვილმა თავად განუცხადა. მისი თქმით, მიდმინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პ

ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც თითოეული მოქალაქე აქტიურად იქნება ჩართული და მიიღებს შემოსავალს - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 12:47

„ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს სამეგრელოში,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხ

უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 12:15

წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს