უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 15:15
font-size

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ გახსნა.

“საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის სფეროში სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას და, ამავდროულად, რისკების შემცირების ძირითად ინსტრუმენტს ადრეული გაფრთხილების სისტემების შემუშავება წარმოადგენს. აღნიშნული სისტემის გზით შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება და საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული ადამიანური, ფინანსური და მატერიალური ზარალის შემცირება. ასეთი ფორმატის კონფერენციები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიღწევები და გავიზიაროთ მათი წარმატებული გამოცდილება“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.

შეხვედრას, საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ფრანგი, პოლონელი და ავსტრიელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის TAIEX-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინ

გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენ

აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და რა თქმა უნდა, ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს ამაში, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სა

ამ ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო ადამიანებს ვკარგავთ - სოფო კილაძე

18 ნოემბერი, 2017 , 14:15

ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილ

სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია - სანდრა რულოვსი ოჯახურ პრობლემებზე ალაპარაკდა

18 ნოემბერი, 2017 , 13:05

სანდრა რუსლოვი ფეისბუქის პირად გვერდზე მის ოჯახში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: ,,როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: “What’s on your mind, Sandra?” (რაზე ფიქრონ სანდრა?)ბ