უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2020 13:00
font-size

შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში – „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირებული, სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ნინო ცაციაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებელი და მათზე რეაგირების ხარისხი.

2019 წლის მაისის შემდგომ, ზემოხსენებული მუხლის ამოქმედების დღიდან, სექსუალური შევიწროების საკითხებზე, 200-ზე მეტმა სამართალდამცველმა გაიარა შესაბამისი სწავლება. აღნიშნული პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება. სამართალდამცველთათვის სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს საზოგადოებრივ ადგილას ჩადენილ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება

28 იანვარი, 2021 , 17:57

მედიაჰოლდინგი "იმედი" იყიდება. კომპანია "მედია პროდაქშენ გრუპმა" წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან და "მედია პროდაქშენ გრუპი" 100-პროცენტიან წილს

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება

28 იანვარი, 2021 , 17:35

ტელეკომპანია იმედის მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან გახდა ცნობილი. დღის წესრიგში არაა მითითებული თუ ვინ გეგმავს ამ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა

28 იანვარი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2969 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

28 იანვარი, 2021 , 17:09

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს

28 იანვარი, 2021 , 16:45

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპ

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“

28 იანვარი, 2021 , 15:15

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა „ქეშიქჩიდაღის“, ასე უწოდებენ ისინი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყ